ავტორიზაცია

რონალდუ ფეხბურთში თავისი შვილის მომავალზე: "მასზე ზეწოლას არასოდეს მოვახდენ"

რონალდუ ფეხბურთში თავისი შვილის მომავალზე: "მასზე ზეწოლას არასოდეს მოვახდენ"
თარიღი 03 Feb 2022, 20:31

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ იმის შესახებ ისაუბრა, გახდება თუ არა მისი უფროსი ვაჟი, კრიშტიანუ-უმცროსი ფეხბურთელი.

"მხოლოდ დრო გვიჩვენებს. მასზე ზეწოლას არასოდეს მოვახდენ. იმას გააკეთებს, რასაც მოისურვებს", - ციტირებს 36 წლის პორტუგალიელის სიტყვებს Daily Mail-ი.

"ყველაზე მეტად ის მინდა, რომ კრიშტიანიტუ და ყველა დანარჩენი ბედნიერი იყოს და თავად შეძლონ იმის არჩევა, თუ რითი სურთ დაკავება. ნებისმიერ მათ გადაწყვეტილებას მხარს დავუჭერ", - დასძინა რონალდუმ.

აქამდე, კრიშტიანუ თანამედროვე ტექნოლოგიების დადებით და უარყოფით მხარეებს შეეხო და თქვა: 

"ჩემი ვაჟი გამუდმებით მეკითხება, როდის ექნება მობილური ტელეფონი. მე კი ყოველთვის ვპასუხობ: "როცა დრო მოვა, გექნება".