"არა მგონია, მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდეს", - გულიტმა ჰოლანდის შესაფერისი 3 კლუბი დაასახელა
ჰოლანდიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, რუდ გულიტმა "დორტმუნდის" ფორვარდ ერლინგ ჰოლანდის შესახებ ისაუბრა.
"მას ინგლისში ვხედავ, მაგრამ არა მგონია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდეს".
"გვარდიოლას გამო, "სიტი" მისთვის კარგი იქნებოდა. მაგრამ კლოპი და "ლივერპულიც" არ არის ცუდი ვარიანტი".
"ის, რაც იურგენმა მერსისაიდულ კლუბთან ერთად გააკეთა, უბრალოდ წარმოუდგენელია. ჰოლანდი უნდა გიყვარდეთ, ყოველთვის სწყურია გოლები. ერლინგს ეს შეეფერება".
"ესპანეთში მხოლოდ "რეალია" ვარიანტი. ერლინგისთვის ეს სამი კლუბი იბრძოლებს", - თქვა გულიტმა Bild-თან ინტერვიუში.