ავტორიზაცია

არსენალი ობამეიანგს, რომელსაც კონტრაქტი გაუწყვიტა, ივნისამდე ხელფასს მაინც გადაუხდის

არსენალი ობამეიანგს, რომელსაც კონტრაქტი გაუწყვიტა, ივნისამდე ხელფასს მაინც გადაუხდის
თარიღი 04 Feb 2022, 00:13

მოგეხსენებათ, ამ ზამთარს ფორვარდმა, პიერ-ემერიკ ობამეიანგმა "არსენალთან" კონტრაქტი გაწყვიტა და "ბარსელონაში" გადავიდა.

მიუხედავად ამისა, ლონდონური კლუბი გაბონელს ივნისამდე ხელფასს მაინც გადაუხდის, წერს ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Athletic-ი.

როგორც აღინიშნება, საუბარია არა ერთჯერად გადახდაზე, არამედ გადახდების სერიაზე.

"არსენალში" ობამეიანგი კვირაში 350 ათას ფუნტს გამოიმუშავებდა. კონკრეტულად არ ხმაურდება, ანაზღაურების რა ნაწილს აიღებენ საკუთარ თავზე ლონდონელები.

აქამდე დაიწერა, რომ "ბარსელონა" ობამეიანგს ზაფხულამდე კვირაში 5 ათასს გადაუხდის, თუმცა მომდევნო სეზონიდან მისი ხელფასი გაიზრდება.

"არსენალი" მსგავს სიტუაციაში უკვე ყოფილა, მესუთ ოზილთან დაკავშირებით, რომელმაც წინა ზამთარს კლუბთან ხელშეკრულება გაწყვიტა და "ფენერბაჰჩეში" წავიდა, მაგრამ ლონდონელები ზაფხულამდე ხელფასის 90%-ს მაინც უხდიდნენ.