ავტორიზაცია

"პრობლემა მხოლოდ მასში იყო", - ობამეიანგი არტეტასთან მომხდარ კონფლიქტზე ალაპარაკდა

"პრობლემა მხოლოდ მასში იყო", - ობამეიანგი არტეტასთან მომხდარ კონფლიქტზე ალაპარაკდა
თარიღი 04 Feb 2022, 01:16

"ბარსელონას" ახალწვეულმა, პიერ-ემერიკ ობამეიანგმა კატალონიურ გრანდში თავის პრეზენტაციაზე "არსენალის" მთავარ მწვრთნელ მიკელ არტეტასთან მომხდარ კონფლიქტზე ისაუბრა.

მოგეხსენებათ, 14 დეკემბერს, გაბონელ ფორვარდს დისციპლინის დარღვევის გამო "მეთოფეთა" კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს და მას შემდეგ, ლონდონელთა მაისურით ერთი მატჩიც კი აღარ ჩაუტარებია.

"ვფიქრობ, პრობლემა მხოლოდ მასში იყო, მან მიიღო გადაწყვეტილება. ბევრს ვერ ვილაპარაკებ, ბედნიერი არ ვიყავი, სულ ესაა".

"ყველაფერი ასე მოხდა. ბედნიერი არ ვიყავი, მაგრამ სიმშვიდეს ვინარჩუნებდი, მორჩა და გათავდა", - განაცხადა ობამეიანგმა.

შეგახსენებთ, საბოლოო ჯამში, "არსენალმა" 32 წლის გაბონელ ფორვარდს კონტრაქტი გაუწყვიტა და ეს უკანასკნელი "ბარსაში" უფასოდ გადავიდა.