ობამეიანგი: "დემბელე ჩემი მეგობარია და იმედი მაქვს, ბარსელონასთან შეთანხმებას მიაღწევს"
"ბარსელონას" თავდამსხმელმა, პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გუნდის გარემარბ უსმან დემბელესთან დაკავშირებულ სიტუაციაზე ისაუბრა.
"სიმართლე უნდა ვთქვა. ძალიან კარგად ვარჯიშობს და მე, როგორც უსმანის მეგობარს, იმედი მაქვს, რომ ის და კლუბი გამოსავალს იპოვიან".
"დემბელე ფანტასტიკური ფეხბურთელია. ვიმეორებ: ვიმედოვნებ, გამოსავალს იპოვიან. ამ სიტუაციაში გადაწყვეტილებას მე ვერ მივიღებ", - ციტირებს გაბონელის სიტყვებს Mundo Deportivo.
შეგახსენებთ, 24 წლის ფრანგ შემტევს "ბლაუგრანასთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა ზაფხულში ეწურება და ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე უარს აცხადებს.
დიდი ალბათობით, დემბელე კატალონიური გრანდის რიგებს სეზონის დასრულების შემდეგ უფასოდ დატოვებს.