რამდენი მილიონის დაზოგვა შეუძლია ბარსელონას უმტიტის ახალი კონტრაქტის მიხედვით?
ცნობილი გახდა "ბარსელონასა" და მცველ სამუელ უმტიტის შორის გაფორმებული ახალი კონტრაქტის დეტალები.
ხელშეკრულება, რომელიც მხარეებმა იანვარში გააფორმეს, ითვალისწინებს, რომ გადახდების დიდი ნაწილი ფიქსირებული ხასიათის არ არის და ფეხბურთელის ასპარეზობაზეა დამოკიდებული.
ასე და ამგვარად, როგორც Diario Sport-ი იტყობინება, რეალურად ფრანგი ცოტა ფულს გამოიმუშავებს, თუ არ ითამაშებს, კლუბი კი დაახლოებით 14 მილიონ ევროს დაზოგავს.
გავრცელებული ცნობით, ახალ კონტრაქტში ამ პუნქტის ჩადებით თავად უმტიტი იყო დაინტერესებული.
ამ დროისთვის, 28 წლის ფრანგი უკანახაზელი ტრავმირებულია და აღდგენით პროცესებს გადის.