ჯო კოული: "ტოტენჰემმა ის ფეხბურთელები დაიმატა, რომლებიც იუვეს სუსტ გუნდში გაჭირვებით მოხვდნენ"
"ჩელსის" ექს-ფეხბურთელმა, ჯო კოულმა "იუვენტუსის" ორი ნახევარმცველის, დეიან კულუშევსკისა და როდრიგო ბენტანკურის "ტოტენჰემში" გადასვლაზე განცხადება გააკეთა.
"დეზებმა" ორი ისეთი ფეხბურთელი დაიმატეს, რომლებსაც "იუვენტუსის" შემადგენლობაში გაჭირვებით მოხვდნენ, თანაც საკმაოდ სუსტ გუნდში", - ციტირებს ინგლისელის სიტყვებს Metro.
"ამ გუნდის რამდენიმე მატჩს მივადევნე თვალყური, ამ წყვილზე კომენტარი გავაკეთე - და ეს ორი წლის წინანდელი "იუვენტუსიც" არ არის".
"ასე რომ, ეს ფეხბურთელები ცუდები არ არიან, მაგრამ ნამდვილად გააძლიერებენ "ტოტენჰემს"? ალბათ, ცოტა", - დასძინა კოულმა.