ავტორიზაცია

ტალიაფიკო: "ბარსელონაში მინდოდა წასვლა და აიაქსი გვერდში არ დამიდგა, იმედგაცრუებული ვარ"

ტალიაფიკო: "ბარსელონაში მინდოდა წასვლა და აიაქსი გვერდში არ დამიდგა, იმედგაცრუებული ვარ"
თარიღი 04 Feb 2022, 17:38

„აიაქსის“ მარცხენა მცველმა, ნიკოლას ტალიაფიკომ, „ბარსელონაში“ ჩავარდნილი ტრანსფერი შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ „ბარსა“ ფეხბურთელის იჯარით აყვანას აპირებდა, „აიაქსი“ კი მხოლოდ სრულფასოვან ტრანსფერს განიხილავდა, რის გამოც შეთანხმება არ შედგა.

ვარ თუ არა იმედგაცრუებული კლუბის პოზიციით? ერთის მხრივ, კი. კლუბში უკვე ოთხი წელია ვარ, თავგატეხილსაც მითამაშია, სათვალითაც, როცა მზად მხოლოდ 70%-ით ვიყავი. ვთქვი, რომ ტერფი მაქვს დასიებული, მკითხეს შემიძლია თუ არა თამაში და მოვიტყუე, ვთქვი რომ შემიძლია, არადა 100%-ით მზად ნამდვილად არ ვიყავი.

აშკარაა, რომ თუ საჭირო ვარ, უარს არასდროს არ ვიტყვი. როცა მთხოვდნენ, თავს არასდროს ვზოგავდი. მესმის, რომ სიტუაცია ადვილი არ არის, რომ იანვარი იყო. მაგრამ საბოლოოდ ამან ყველას გვავნო: მე, რომელმაც ვერ მივაღწიე რასაც მინდოდა და კლუბს, რომელიც ძალით მაკავებს.

მათ გამიგეს, მაგრამ საკუთარი მიზეზები ჰქონდათ, რაც საწყენია. ვგრძნობ, რომ ასეთი უნიკალური შესაძლებლობების ხელიდან გაშვება არ შეიძლება, ეს კი სწორედ ასეთი იყო - „ბარსას“ დონის კლუბში გადასვლა ჩემთვის ოცნება იყო, ისინი კი გვერდში არ დამიდგნენ.

თავიდანვე არ რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ისინი ჩემ დახმარებას არ აპირებდნენ. ჩემ მენტალიტეტში პროფესიონალიზმი დევს - ყოველთვის კარგად ვვარჯიშობ და სათანადოდ ვიქცევი. ზოგჯერ კი, ასეთი ქმედებები შენს წინააღმდეგ მოდის და შენ უფიქრდები, ხომ არ სჯობს უფრო საკუთარ ინტერესებზე იფიქრო და მოიქცე ისე, როგორც შენ გჭირდება.“ - აღნიშნა არგენტინელმა.