ავტორიზაცია

ხავიმ ლაპორტა დაარწმუნა - დემბელე ბარსელონას განაცხადში ბრუნდება

ხავიმ ლაპორტა დაარწმუნა - დემბელე ბარსელონას განაცხადში ბრუნდება
თარიღი 04 Feb 2022, 17:42

„ბარსელონას“ შემტევი უსმან დემბელე „ატლეტიკოსთან“ ლა ლიგის 23-ე ტურის მატჩში მონაწილეობას მიიღებს.

ფრანგმა კატალონიურ კლუბთან შეთანხმებას ახალ კონტრაქტზე ვერ მიაღწია და გუნდს ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

იწერებოდა, რომ 24 წლის ფეხბურთელს „ბარსა“ სეზონის ბოლომდე მოკვეთას უპირებდა, თუმცა ხავიმ გუნდის პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა დაარწმუნა, რომ ფრანგის გამოყენება უმჯობესი ვარიანტი იქნება.

მწვრთნელის აზრით, ეს კლუბის იმიჯსაც წაადგება, რადგან დემბელეს გუნდიდან მოკვეთა მისგან მსხვერპლს გახდის, „ბარსა“ კი შეტევაში კარგ ფეხბურთელს დაკარგავს.

ლაპორტამ ხავის მოუსმინა და როგორც AS წერს, ახლა მხოლოდ მოულოდნელი მოვლენათა განვითარება შეუშლის ხელს დემბელეს იმაში, რომ „ატლეტიკოსთან“ მატჩის განაცხადში მოხვდეს.