ავტორიზაცია

ქართული ფესვების მქონე 15-წლის მეკარე, რომელიც ბარსელონას აკადემიაში თამაშობს

ქართული ფესვების მქონე 15-წლის მეკარე, რომელიც ბარსელონას აკადემიაში თამაშობს
თარიღი 04 Feb 2022, 20:11

"ბარსელონას" საბავშვო აკადემიამ, "ლა მასიამ" მეკარესთან, არონ იაკობიშვილთან თანამშრომლობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით საბოლოო შეთანხმებას მიაღწია.

ამ ფაქტს კატალონიელთა აკადემიის დირექტორი, ხოან სოლერ ფერე ესწრებოდა, რომელიც კლუბის ბორდის წევრია და ამის გარდა, ახალგაზრდულ ფეხბურთზეა ორიენტირებული.

კატალონიელ ფუნქციონერთან ერთად შეხვედრაზე "ბლაუგრანას" აკადემიის კიდევ ერთი ხელმძღვანელი, ხოსე რამონ ალეხანკო იმყოფებოდა. რაც შეეხება წარმოშობით ქართველ კიპერს:

ის უნგრეთშია დაბადებული, 2018 წელს ლა მასიას 12-წლამდე გუნდში ირიცხებოდა და მას შემდეგ მან "ლურჯ-ბროწეულისფრებში" სხვადასხვა ასაკობრივი გუნდები გაიარა.

"ბარსელონას" კარის დარაჯი 2006 წლის 6 მარტს, ბუდაპეშტში დაიბადა, ის უნგრეთის მოქალაქეა. 15-წლის მეკარის შესახებ კატალონიური კლუბის აკადემიის ტვიტერმაც დაწერა.