ალვეში: "ბარსელონამ უნდა დააფასოს ის ფაქტი, რომ გუნდს დემბელეს დონის ფეხბურთელი ჰყავს"
"ბარსელონას" მცველმა, დანი ალვეშმა გარემარბ, ოსმან დემბელესთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება შეაფასა. ფრანგს კონტრაქტი არ გაუხანგრძლივებია და კატალონიურმა კლუბმა ამის გამო ის განაცხადში არ შეიყვანა.
სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ, ის "ატლეტიკოსთან" მატჩისთვის განაცხადში მაინც შევიდა. "ასეთი რაღაცეები ხდება ფეხბურთში, მაგრამ მან უნდა დაიცვას ბარსას მაისური, სანამ კლუბში დარჩება.
თუ ის სეზონის ბოლოს წავა, მაშინ სხვა საქმეა. მაგრამ ჯერ კიდევ ხუთი თვე რჩება. ჩვენ უნდა ვისარგებლოთ იმით, რომ ის აქ არის. თქვენ უნდა იყოთ უფრო ჭკვიანი, ვიდრე გარემოებები.
რაციონალურად უნდა ვიფიქროთ და ვისარგებლოთ იმით, რომ ეს ფეხბურთელი გვყავს. ჩვენ გვჭირდება ერთიანობა გასახდელში. ჩვენ უნდა შევქმნათ ჯანსაღი ატმოსფერო, სადაც არ იქნება ცუდი ემოციები.
თუ ყველა თავის საქმეს შეასრულებს, ბარსა დაბრუნდება. ეს ყველას მიზანია", - განაცხადა ბრაზილიელმა თავისი ფრანგი თანაგუნდელის შესახებ, რომლის მომავალი გაურკვეველია.