ავტორიზაცია

ლევანდოვსკი: "ოქროს ბურთზე ფასეული ჩემთვის ფიფას ჯილდოა"

ლევანდოვსკი: "ოქროს ბურთზე ფასეული ჩემთვის ფიფას ჯილდოა"
თარიღი 04 Feb 2022, 20:41

"ბაიერნის" თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ "ოქროს ბურთის" ვერ მოგებაზე ისაუბრა: "ამ ბოლო დროს ორ ჯილდოზე ვფიქრობდი - ფიფას საუკეთესო პრიზზე და ოქროს ბურთზე.

მივედი დასკვნამდე, რომ ფიფას პრიზს ნამდვილად მეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან ოქროს ბურთს მხოლოდ ჟურნალისტები აძლევენ ხმას. ობიექტური სიცხადე არ არის.

ფიფას ჯილდოს კენჭისყრაში მონაწილეობენ როგორც პროფესიონალები, ასევე ჟურნალისტები. იქ ხმას აძლევენ გუნდის კაპიტნები და მწვრთნელები. მათ შეუძლიათ რეალურად და ობიექტურად შეაფასონ ჩვენი თამაშის დონე.

იციან რა გვიჯდება ყოველი მატჩი, ყოველი რეკორდი, ყოველი ტრავმა. შესაძლოა, პრესტიჟის თვალსაზრისით, ოქროს ბურთი საუკეთესოზე მაღლა დგას, მაგრამ აღიარება, რომელიც მივიღე ფიფას პრიზის ორჯერ ზედიზედ მოგებით მწვრთნელებისა და ფეხბურთელების ხმებში, მაამაყებს.

ვიცი, როგორ ვიმუშავე, მრავალი წლის განმავლობაში. უნდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მე დისტანცირებული ვარ ჯილდოებისგან. ისე არ არის, რომ ვერ ვიძინებ ცერემონიის შემდეგ, სადაც არ გავიმარჯვე და მაინტერესებს, რატომ ვერ მოვახერხე.

განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გავაცნობიერე, რომ ზოგჯერ საფეხბურთო პოლიტიკაც თამაშობს როლს. კენჭისყრის შედეგები არ ახდენს გავლენას იმაზე, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია", - განაცხადა ლევანდოვსკიმ.