ავტორიზაცია

კაფუ: "ახლა ფეხბურთი ერთფეროვანი და რობოტიზებული გახდა, ნაკლები თამაშია და მეტი ტექნოლოგია"

კაფუ: "ახლა ფეხბურთი ერთფეროვანი და რობოტიზებული გახდა, ნაკლები თამაშია და მეტი ტექნოლოგია"
თარიღი 05 Feb 2022, 01:44

„მილანის“ და ბრაზილიის ნაკრების ექს-მცველმა, კაფუმ, თანამედროვე ფეხბურთზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვა.

ახლა ფეხბურთელები უკეთ არიან მომზადებულები. ყველას ჰყავს ფიზიოთერაპევტი, პირადი მწვრთნელი, სხვადასხვა მოწყობილობები აქვთ დამაგრებული. მსგავსი რაღაცის საკუთარ დროში გამოცდას თუ ისურვებდით?

ჩვენს დროში ეს ყველაფერი ნაკლებად იყო, ფეხბურთი კი - გაცილებით მეტად. ახლა ყველაფერი პირიქით არის - ფეხბურთი ცოტაა, ტექნოლოგიები კი ბევრი.

ვფიქრობ ეს დიდი პრობლემაა. უფრო მეტი უნდა ითამაშო, მეტი ფეხბურთია საჭირო! ბევრი რამ შეიცვალა და ფეხბურთის დონე გათანაბრდა, მაგრამ ამავდროულად ზოგადი თვალსაზრისით დაეცა.

ტექნოლოგიები და ყველაფერი, რაც ფეხბურთს ახლა ახლავს თავს, თამაშის სილამაზეს ვნებს?

კითხვაზე კითხვით გიპასუხებთ. ადრე ტექნოლოგიები არ გვქონდა, მაგრამ ფეხბურთი შესანიშნავი იყო, არა? ყველა თამაშობდა, განიხილავდა, ყველაფერი მოედანზე ხდებოდა. ფეხბურთი დინამიური იყო, შეცდომებიც იყო... მეორე დღეს ყველა კამათობდა და შემდეგ ახლიდან იწყებოდა ისე, თითქოს არაფერი არ მომხდარა.

ახლა ფეხბურთი ერთფეროვანი და რობოტიზებულია. იკარგება მისი აზრი, აღარ არის ბარებში და კაფეებში გაცხარებული კამათი. განხილვის გემოც კი იკარგება. თამაშს უყურებ და ელოდები ორი, სამი, ოთხი ან ხუთი წუთი იქამდე, სანამ გოლი დადასტურდება.

ახლა შენ უბრალოდ ელოდები, მანქანა რას იტყვის. ვფიქრობ, ეს ყველაფერი სანახაობაზე ისახება.

ახლა ფეხბურთი აღარ გაინტერესებთ ისე, როგორც ადრე?

დიახ, ახლა უფრო ხშირად ვიწყენ. ფეხბურთში ზედმეტად ბევრი პაუზაა. ერთი ფეხბურთელი ვარდება, მიყვება მეორეც, შემდეგ თამაში ხუთი წუთით ჩერდება და ასე უსასრულოდ.“ - დაასაბუთა კაფუმ.