იუვენტუსი მორატას ატლეტიკოდან მხოლოდ ერთ შემთხვევაში გამოისყიდის
მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი, ალვარო მორატა, რომელიც იჯარით „იუვენტუსში“ თამაშობს, ტურინულ გუნდში შესაძლოა ამ სეზონის შემდეგაც დარჩეს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, მასიმილიანო ალეგრი ესპანელ ფეხბურთელზე იმედებს ამყარებს და ვლაჰოვიჩის ტრანსფერის მიუხედავად, მორატას დარჩენას ისურვებდა.
ცნობისთვის, „იუვენტუსს“ ფეხბურთელის გამოსყიდვა 35 მილიონ ევროდ შეეძლება, თუმცა ამხელა თანხის გადახდას ტურინელები მორატაში არ აპირებენ.
იტალიური გუნდი მზადაა, „ატლეტიკოდან“ ალვარო გამოისყიდოს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მადრიდული კლუბი მოლაპარაკებების შედეგად მისი ფასის დაკლებას დათანხმდება.
როგორც ცნობილია, გასულ თვეში მორატა „იუვესთან“ საიჯარო ხელშეკრულების გაწყვეტას და „ბარსელონაში“ გადასვლას აპირებდა, რომელიც მისით ინტერესდებოდა, თუმცა „იუვენტუსმა“ მის გაშვებაზე უარი თქვა.