"მინდა ჩაკვეტაძეს სიყვარულო ვაჩუქო" - ჰამბურგის მწვრთნელს გიოს იმედი აქვს
ჰამბურგში გიორგი ჩაკვეტაძის დებიუტი ახლოვდება. 6 თებერვალს ქართველი ნახევარმცველის ახალი გუნდი დარმშტადს ბუნდესლიგა 2-ის ეგიდით ეთამაშება.
აღნიშნული მატჩის წინ ჰამბურგის მთავარ მწვრთნელ ტიმ ვალტერს გიორგი ჩაკვეტაძეზე ჰკითხეს.
"მნიშვნელოვანია, გიორგის ბევრი ვესაუბრო და სიყვარული ვაჩუქო. შესაძლოა, ბოლო 2 წელში მას სწორედ ეს ემოციები არ მიუღია და ამიტომ ვერ იყო ბედნიერი გენტში. ჩაკვეტაძეს კარგად უნდა მოვექცეთ და მხარი დავუჭიროთ.
ჩაკვეტაძის მთავარი კოზირი? საოცარი ურთიერთობა აქვს ბურთთან. ის მზადაა დიდი ცვლილებებისთვის," - განაცხადა ტიმ ვალტერმა.
გიორგი ჩაკვეტაძე ჰამბურგს 2022 წლის იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ბელგიური გენტიდან მშრალი იჯარით შეუერთდა.