[EXCLUSIVE] ნიკა მალიმ საბურთალო დატოვა! ახალი კლუბიც ცნობილია
საბურთალოს 23 წლის მარჯვენა მცველი ნიკა მალი კარიერას დინამო თბილისში გააგრძელებს.
GOAL.GE-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, დინამო თბილისსა და საბურთალოს შორის მოლაპარაკების პროცესი ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა და შეთანხმება ახლა შედგა. ფეხბურთელი დედაქალაქურ გუნდთან 2-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.
ნიკა მალი საბურთალოს აღზრდილია და ამ გუნდში წლების განმავლობაში ირიცხებოდა.
2021 წლის სეზონში ნიკა მალიმ საბურთალოს მაისურით 33-ჯერ ითამაშა, გაიტანა 2 გოლი და 3 საგოლე პასი გააკეთა.