"ადგილობრივი მოთამაშეებით საქართველოს გავანადგურებდით!" - აზერბაიჯანელი მწვრთნელი
აზერბაიჯანის ფუტსალის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ელმან ალეკპეროვმა ევროპის ჩემპიონატი შეაფასა.
ალეკპეროვის თქმით, საქართველოს ნაკრებს მათთან თამაშში გაუმართლა და ადგილობრივი მოთამაშეებით "ჯვაროსნები" უშანსოდ იქნებოდნენ.
"საქართველოსთან პირველივე მატჩში უნდა მოგვეგო და ჯგუფიდან გავიდოდით. სამწუხაროდ, ტაქტიკურად მოგვიგეს, 2-0-ის შემდეგ ჩავიკეტეთ.
ადგილობრივი მოთამაშეებით რომ გვეთამაშა, საქართველო უშანსოდ წააგებდა. მათი ფუტსალის მწვრთნელი ტაქტიკას ჩვენგან სწავლობდა, როცა მწვრთნელი ვიყავი ვერ გვიგებდნენ. ყველაფერი მწვრთნელის შეცდომებმა განაპირობა," - განაცხადა ელმან ალეკპეროვმა.
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა აზერბაიჯანს 3-2 მოუგო. პირველი ტაიმის საწყის წუთებში 0-2 ვაგებდით.