ავტორიზაცია

"კვარაცხელიას თაობაზე სევილიას ვესაუბრე, თუმცა მისთვის იდეალური აიაქსი იქნება", - ქართველი აგენტი

"კვარაცხელიას თაობაზე სევილიას ვესაუბრე, თუმცა მისთვის იდეალური აიაქსი იქნება", - ქართველი აგენტი
თარიღი 04 თებ 2022, 21:30

რუსულ ფეხბურთში მოღვაწე ცნობილმა აგენტმა, თემურ ლეპსაიამ ყაზანის "რუბინის" ახალგაზრდა გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

"სევილიას სპორტულ დირექტორს, მონჩის ვიცნობ. მას წელიწადნახევრის წინ, კვარაცხელიას შესახებ ვესაუბრე და ეს ფეხბურთელი პოზიტიური კუთხით დავუხასიათე.

დარწმუნებული ვარ, ხვიჩა ბევრი კლუბის სიაშია, თუმცა ჩემი აზრით, საუკეთესო ვარიანტი აიაქსია. რუბინიდან ტოპ ლიგაში წასვლა ძნელია, თუმცა თუ ჯერ ჩემს მიერ ხსენებულ გუნდში ითამაშებს, იქ მოხვედრა უფრო რეალურია იქნება.

ერედივიზონში გახსნილი ფეხბურთია, ის კი მუდმივად დრიბლინგზე მიდის, ნიდერლანდებში შესანიშნავად ითამაშებდა, საუკეთესო თვისებებს გამოავლენდა, გოლებს შეაგდებდა", - განაცხადა წარმოშობით ქართველმა აგენტმა.

შეგახსენებთ, რომ გასული იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ქართველი ვინგერის სახელს უკავშირებდნენ პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბს, თუმცა ტრანსფერი არ შედგა.

ტალიაფიკო: "ბარსელონაში მინდოდა წასვლა და აიაქსი გვერდში არ დამიდგა, იმედგაცრუებული ვარ"