ინძაგი: "ეს მატჩი რომ კიდევ 10-ჯერ ჩაგვეტარებინა, მაქსიმუმ ერთხელ წავაგებდით"
„ინტერის“ მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ „მილანთან“ განცდილი მარცხი (1:2) შეაფასა.
„ასეთია ფეხბურთი. ყველა ასპექტში ვდომინირებდით, მაგრამ დასკვნით ფაზაში საკმარისად მწვავეები არ ვიყავით. მეტოქეს პირველი გოლის დროს გაუმართლა, მეორე გოლზე კი მათ ჭკვიანურად იმოქმედეს.
მე ვნახე დერბი, სადაც 60 წუთი თამაში მხოლოდ ერთი მიმართულებით მიდიოდა. ბიჭები ძალიან გაბრაზდნენ გოლზე, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა, რადგან იქამდე, დიდი ალბათობით, ალექსის სანჩესზე ჯარიმა იყო და ამის გამო, კონცენტრაცია დავკარგეთ.
ბოლო 25 წუთში არასაკმარისად მწვავეები ვიყავით და სიტუაციას ვერ ვაკონტროლებდით. თამაში გარკვეულ მონაკვეთებზე მეტად გახსნილი იყო. მტკივნეული მარცხია, მაგრამ ძლიერ გუნდებს საკუთარი შეცდომებს გაანალიზება შეუძლიათ.
ეს მატჩი კიდევ 10-ჯერ რომ ჩაგვეტარებინა, მაქსიმუმ ერთხელ წავაგებდით. ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია დერბი. მარცხს არ ვიმსახურებდით, მაგრამ ასეთია ფეხბურთი.“ - ციტირებს ინძაგის სიტყვებს Football Italia.