ავტორიზაცია

VIDEO: ძალიან ეფექტურად - ლევან შენგელიამ ბელგიაში გაიტანა

თარიღი 06 თებ 2022, 02:33

ბელგიური იუპილერ ლიგის 26-ე ტურში ოსტენდე საკუთარ მოედანზე ლიუვენთან 1-3 დამარცხდა.

34-ე წუთზე ანგარიში ლიუვენმა გახსნა, გოლი კი ქართველმა ნახევარმცველმა ლევან შენგელიამ ეფექტური დარტყმით გაიტანა.

ლევან შენგელია ლიუვენს 2021 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მას შემდეგ ამ გუნდის მაისურით 17-ჯერ ითამაშა, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.

26 ტურის შემდეგ ლიუვენი სატურნირო ცხრილში 30 ქულით მე-12 პოზიციაზეა.