"არანაირი პრობლემა თავიდანვე არ მქონია", - რუნიმ რონალდუსთან მომხდარი 2006 წლის ინციდენტი გაიხსენა
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ექს-ფორვარდმა, უეინ რუნიმ, კრიშტიანუ რონალდუსთან 2006 წლის მუნდიალზე მომხდარი ინციდენტი გაიხსენა.
ინგლისი - პორტუგალიის მატჩის 62-ე წუთზე, რუნიმ მცველ რიკარდუ კარვალიუს დააბიჯა. პორტუგალიელები და მათ შორის რონალდუც, არბიტრს ინგლისელისთვის წითელი ბარათის ჩვენებას ითხოვდნენ, რაც მან გააკეთა კიდეც. საბოლოოდ, პორტუგალიამ პენალტების სერიაში იმარჯვა და ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.
„რონალდუს გვირაბში შევხვდი და ვუთხარი: „მისმინე, ახლა მეც და შენც პრესისგან საკმაოდ ბევრი მოგვხვდება. მე „იუნაიტედზე“ გავამახვილებ ყურადღებას.
არ მაქვს არანაირი პრობლემა იმასთან, რაც მოხდა. მეც ანალოგიურად მოვიქცეოდი, ინგლისისთვის გამარჯვების მოტანა რომ შემძლებოდა. წინ მნიშვნელოვანი სეზონი გველის, პრემიერ ლიგა უნდა მოვიგოთ.“
მართლა არ მქონია არანაირი პრობლემა. სიმართლე გითხრათ, მეც ვითხოვდი პირველ ტაიმში რონალდუსთვის სიმულაციის გამო ყვითელი ბარათის მიცემას. მე ინგლისში ვთამაშობდი, ის კი - პორტუგალიაში. შენი გუნდის მოსაგებად შენ ყველაფერი უნდა გაიღო.
დღემდე ვერ ვხვდები, სპეციალურად დავაბიჯე თუ არა კარვალიუს. უბრალოდ, რაღაც ჩავარდნა მქონდა.“ - აღნიშნა რუნიმ.