კონტე ტოტენჰემის სატრანსფერო პოლიტიკით უკმაყოფილოა და კლუბი საჯაროდ გააკრიტიკა
"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ ლონდონური კლუბის სატრანსფერო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა.
ზამთარში "დეზებმა" ტანგი ნდომბელე, ჯოვანი ლო ჩელსო და ბრაიან ხილი გაანათხოვრეს, რომელთა შეძენაც კლუბს 54, 27,2 და 22,5 მილიონი ფუნტი დაუჯდათ, შესაბამისად.
"როგორც წესი, ფეხბურთელებს გუნდის გასაძლიერებლად ყიდულობენ. მაგრამ უცნაურია, როცა 2-3 წელში მათ იჯარით უშვებ. ამიტომაც, უნდა შეაფასო ის, რაც წარსულში გაკეთდა და შესაძლოა, მიხვდე, რომ გარკვეული შეცდომები იქნა დაშვებული".
"სამომავლოდ, როცა სატრანსფერო ბაზარზე გავალთ, ამას მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ. ეს ფუნტამენტურად მნიშვნელოვანია თუ გუნდის გაძლიერება გვინდა, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი დონე დაიწევს".
"სატრანსფერო ფანჯარაზე ბევრ შეცდომას ვერ დავუშვებთ, რადგან ბევრმა გუნდმა ჩვენზე ადრე დაიწყო და ახლა "ტოტენჰემს" უსწრებს. თუ ამ ჩამორჩენას შევამცირებთ, შეცდომები ყველა ასპექტში მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი", - ციტირებს კონტეს სიტყვებს BBC Sport-ი.