კონტე: "არ მსიამოვნებს ის ფაქტი, რომ მიწევს ოთხეულზე საუბარი, ჩემი მიზანი ჩემპიონობაა"
"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ ლონდონურ კლუბში თავის ამბიციებსა და ამოცანებზე ისაუბრა. "ჩემი მთავარი ამოცანაა კლუბსა და გუნდს საფუძველი ჩავუყარო.
შედეგები მოგვიანებით იქნება. თუ კარგი საფუძველი არ იქნება, არ იქნება სტრუქტურა და მერე არც სალაპარაკო იქნება რამე. როცა გაქვს საფუძველიც და სტრუქტურაც, მაშინ არის არა მხოლოდ რაღაცის მოგების იმედი, არამედ შესაბამისი შესაძლებლობებიც.
ახლა ჩვენ ბევრი უნდა ვიმუშაოთ. ვფიქრობ, ცოტა გავუმჯობესდით იმასთან შედარებით, რაც ადრე გვქონდა, რადგან ახლა უფრო დაკომპლექტებული შემადგენლობა გვყავს.
წინ დიდი გზაა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემპიონობის მოგებაზე საუბარი. არ მიყვარს ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრისთვის ბრძოლაზე საუბარი. ჩემი ამბიცია ჩემპიონატის მოგებაა და არა ჩემპიონთა ლიგაზე ადგილის მოპოვება.
ჩემი ამბიციაა ვიყო კონკურენტუნარიანი, ვიბრძოლო გამარჯვებისთვის", - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა "ტოტენჰემში" და პრემიერ ლიგაში თავისი ამბიციების შესახებ.