ავტორიზაცია

ბარსელონა ახლო მომავალში ჩელსის ორი ფეხბურთელის ტრანსფერის დახურვას გეგმავს, თანაც უფასოდ

ბარსელონა ახლო მომავალში ჩელსის ორი ფეხბურთელის ტრანსფერის დახურვას გეგმავს, თანაც უფასოდ
თარიღი 06 Feb 2022, 16:48

"ბარსელონა" მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ შემადგენლობის გაძლიერებას "ჩელსის" ორი მცველით აპირებს, იტყობინება ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport-ი.

მოგეხსენებათ, ანდრეას კრისტენსენსა და სესარ ასპილიკუეტას ზაფხულში "არისტოკრატებთან" კონტრაქტები ეწურებათ და თავისუფალი აგენტები ხდებიან.

კატალონიელთათვის დაცვის ხაზის გაძლიერება აუცილებელია, თანაც უფასოდ, რადგან სატრანსფერო ბიუჯეტის დიდი ნაწილი ახალი ცენტრფორვარდის შეძენას მოხმარდება.

აღსანიშნავია, რომ 32 წლის ასპილიკუეტასთან "ბარსამ" კონტრაქტი პრაქტიკულად უკვე შეათანხმა, რომელიც სამ წელზე იქნება გათვლილი.

რაც შეეხება კრისტენსენს, აქამდე "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" მასთან მოლაპარაკებები შეაჩერეს და სხვა კანდიდატურებზე გადაერთვნენ. ანდრეასსაც ჰქონდა სხვა ვარიანტები, მაგრამ მაინც "ბარსაში" გადასვლა სურს.

ახლა კი კატალონიური გრანდი 25 წლის დანიელით კვლავ ინტერესდება, შეთავაზებაც გააკეთა და პასუხს მომდევნო კვირას ელოდება.