ავტორიზაცია

ჩელსიმ რუდიგერის პოტენციურ შემცვლელს ბარსელონაში მიაგნო და მაღალი ხელფასით თაფლავს

ჩელსიმ რუდიგერის პოტენციურ შემცვლელს ბარსელონაში მიაგნო და მაღალი ხელფასით თაფლავს
თარიღი 06 თებ 2022, 18:10

კატალონიის "ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა, რონალდ არაუხომ შესაძლოა სამუშაო ადგილი შეიცვალოს.

22 წლის ურუგვაელით "ჩელსია" დაინტერესებული, რომელიც ახალგაზრდა უკანახაზელს ანტონიო რუდიგერის შემცვლელად განიხილავს, ამ უკანასკნელს "არისტოკრატებთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა სეზონის ბოლოს ეწურება.

როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport-ი იტყობინება, ლონდონელები ფეხბურთელს უკვე დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ ხელფასის სახით იმაზე ორჯერ მეტს სთავაზობენ, ვიდრე "ბარსელონა".

"ლურჯ-ბროწეულისფრებმა" არაუხოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს დაიწყო, მაგრამ შეაჩერა, რადგან პრიორიტეტი ახალი ხელშეკრულების პედრისთან და ანსუ ფატისთან გაფორმება იყო.

ზამთარში მოლაპარაკებები განახლდა, "ბარსა" არაუხოს წელიწადში 3 მილიონ ევროს ჰპირდება. თუ ურუგვაელი ამ პირობებს არ დათანხმდება, "ბლაუგრანა" იძულებული გახდება ზაფხულში იგი გაყიდოს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა სამხრეთამერიკელისადმი ინტერესს "მანჩესტერ იუნაიტედი" და "მანჩესტერ სიტიც" იჩენენ.