იუვენტუსი დიბალას შემცვლელად ძანიოლოს განიხილავს, თუმცა სერიოზული კონკურენტი ჰყავს

"რომას" შემტევმა ნახევარმცველმა, ნიკოლო ძანიოლომ შესაძლოა სამუშაო ადგილი შეიცვალოს, წერს La Gazzetta dello Sport-ი.
როგორც ცნობილი იტალიური გამოცემა იტყობინება, 22 წლის ფეხბურთელისადმი ინტერესს "იუვენტუსი" და "ტოტენჰემი" იჩენენ.
თუმცა, "ბინაკონერიში" დარწმუნებულები არიან, რომ ლონდონურ კლუბს აჯობებენ და რომაელთა ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა მათი ფეხბურთელი გახდება.
"იუვენტუსი" ძანიოლოში პაულო დიბალას შემცვლელს ხედავს, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ შეიძლება კლუბიდან წავიდეს.
სერია ა-ს მიმდინარე გათამაშებაში ნიკოლომ "რომას" მაისურით 20 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასი გააკეთა.