დაბრუნებაც ასეთი უნდა - მამარდაშვილმა სოსიედადთან მატჩში კარი მშრალად შეინახა
ესპანური ლა ლიგის 23-ე ტურში ვალენსიასა და სოსიედადის მატჩი უგოლოდ, 0-0 დასრულდა.
5-თვიანი პაუზის შემდეგ ვალენსიას სასტარტო შემადგენლობას დაუბრუნდა გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც კარი მშრალად შეინახა.
გიორგის კარის მიმართულებით სოსიედადის ფეხბურთელებმა ორჯერ დაარტყეს და 21 წლის კარის დარაჯი ყველაფერს ღირსეულად გაუმკლავდა.
გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას 2021 წლის ზაფხულში შეუერთდა. 2021 წლის ბოლოს ღამურებმა ქართველში დინამო თბილისს 1 მილიონი ევრო გადაუხადეს.