ავტორიზაცია

რაისს მანჩესტერული გრანდები უმიზნებენ, თუმცა თავად სხვა კლუბს ანიჭებს უპირატესობას

რაისს მანჩესტერული გრანდები უმიზნებენ, თუმცა თავად სხვა კლუბს ანიჭებს უპირატესობას
თარიღი 06 თებ 2022, 19:48

"ვესტ ჰემის" ჩამშლელი ნახევარმცველის, დეკლან რაისის ხელში ჩაგდება პრემიერ ლიგის არაერთ გრანდს სურს.

როგორც ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი იტყობინება, "მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არის 23 წლის ფეხბურთელისადმი ინტერესი კიდევ უფრო გააძლიეროს.

შეთავაზება უკვე გააკეთა "მანჩესტერ სიტიმ", მაგრამ იდეალურ შემთხვევაში რაისი "ჩელსიში" დაბრუნებას ისურვებდა, სადაც ბავშვობაში თამაშობდა.

აღინიშნება, რომ "ჩელსის" რაისისთვის ადგილის გასათავისუფლებად ნგოლო კანტეს გაყიდვა მოუწევს, ეს ვარიანტი კი გამორიცხული არ არის.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "ვესტ ჰემის" ხელმძღვანელობას გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელის სანაცვლოდ 100 მილიონი ფუნტის მიღება სურს.