ავტორიზაცია

"ხვიჩა ახლა დიდი გამოწვევის წინაშეა" - სლუცკი კვარაცხელიას მდგომარეობაზე

"ხვიჩა ახლა დიდი გამოწვევის წინაშეა" - სლუცკი კვარაცხელიას მდგომარეობაზე
თარიღი 07 Feb 2022, 02:32

ყაზანის რუბინის მთავარი მწვრთნელის ლეონიდ სლუცკის განცხადებით, ხვიჩა კვარაცხელია მალე უნდა გაერკვეს სიტუაციაში, თუ სურს გახდეს კვლავ დიდი ვეფხვი.

ამის შესახებ ლეონიდ სლუცკიმ GEO TEAM-თან ინტერვიუში ისაუბრა და თქვა, რომ ტრავმის შემდგომ დაბრუნებული ხვიჩა კვარაცხელია ფსიქოლოგიურად კარგ განწყობაზეა.

"რა თქმა უნდა, ფიზიკურად საუკეთესო ფორმაში არაა, რადგან პირველი შეკრება გამოტოვა, თუმცა ახლა დაბრუნდა და დიდი იმედი გვაქვს, ბათუმის დინამოსთან ითამაშებს. ფსიქოლოგიურადაც უკეთაა, რადგან მისთვის არ იყო მარტივი მთელი დღე სატრენაჟორო დარბაზში და ფიზიოთერაპევტებთან ყოფნა. 

2020 წლის შემოდგომაზე ხვიჩა ფანტასტიკური იყო და გაჩნდა ჭორები ბევრი გუნდების შესახებ. ამის შემდეგ დაისტრესა, დაიწყო ფიქრი ტრანსფერზე და სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგაც ამაზე ფიქრობდა, ამას ტრავმა დაემატა და საერთოდ აირია. ახლა მას აქვს შანსი კვლავ დიდი ვეფხვი გახდეს, თუმცა ამისთვის საჭიროა დროზე გაერკვეს სიტუაციაში, თორემ ისევ იქნება მოთამაშე, რომელიც მცველებისთვის მარტივი გასამკლავებელია. კვარაცხელია გამოწვევის წინაშეა, რამდენად კარგად გაართმევს თავს ამ დავალებას.

რატომ არ შედგა ტრანსფერი? მის ტრანსფერზე 1-დოლარიანი წინადადებაც არ მოსულა. თუ იქნება შეთავაზება, დავსხდებით ფეხბურთელთან ერთად და განვიხილავთ," - განაცხადა ლეონიდ სლუცკიმ.

ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში რუბინის მაისურით 17-ჯერ ითამაშა, 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.