ავტორიზაცია

"წიტაიშვილში 3 მილიონს გვთავაზობდნენ, მაგრამ არ გავუშვი!" - კიევის დინამოს პრეზიდენტი

"წიტაიშვილში 3 მილიონს გვთავაზობდნენ, მაგრამ არ გავუშვი!" - კიევის დინამოს პრეზიდენტი
თარიღი 07 თებ 2022, 19:00

კიევის დინამოს პრეზიდენტის იგორ სურკისის განცხადებით, ქართველი ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი MLS-ში არ გაყიდა.

ამის შესახებ იგორ სურკისმა უკრაინულ მედიაში ისაუბრა და თქვა, რომ ამერიკული გუნდი 21 წლის შემტევში 3 მილიონ ევროს იხდიდა.

"წიტაიშვილი MLS-ის გუნდს იანვარში ძალიან უნდოდა. 3 მილიონ დოლარს იხდიდნენ და კონტრაქტიც გამოაგზავნეს, მაგრამ დავარწმუნე დარჩენილიყო, რადგან ითამაშოს შემდეგი თვეები მაღალ დონეზე და დაბრუნდეს კიევის დინამოში," - განაცხადა იგორ სურკისმა.

გიორგი წიტაიშვილი, რომლის დებიუტიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2021 წლის სექტემბერში შედგა, დინამო კიევიდან იჯარის წესით ჩერნომორეცში თამაშობს. მისი სტატისტიკა წელს ასეთია: 15 მატჩი და 1 გოლი.