ავტორიზაცია

შაქირი ახალ გუნდს უკვე შეუთანხმდა და ევროპული ფეხბურთიდან მიდის — ფაბრიციო რომანო

შაქირი ახალ გუნდს უკვე შეუთანხმდა და ევროპული ფეხბურთიდან მიდის — ფაბრიციო რომანო
თარიღი 07 თებ 2022, 20:02

"ლიონის" შემტევი ნახევარმცველი, ხერდან შაქირი კარიერას ევროპის ფარგლებს გარეთ გააგრძელებს, წერს ფაბრიციო რომანო.

გავლენიანი ჟურნალისტის ინფორმაციით, 30 წლის შვეიცარიელი ამერიკულ "ჩიკაგო ფაიერს" შეუერთდება.

როგორც აღინიშნება, შაქირის სანაცვლოდ MLS-ის კლუბი 7 მილიონ ევროს გადაიხდის, პირადი კონტრაქტი შეთანხმებულია, დოკუმენტები მზად არის.

მოგეხსენებათ, გამოცდილი შემტევი "ლიონში" გასულ ზაფხულს "ლივერპულიდან" გადავიდა და 2024 წლამდე გათვლილი კონტრაქტი გააფორმა.

მიმდინარე სეზონში შაქირიმ ყველა ტურნირზე ერთად ფრანგული კლუბის მაისურით 16 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასი გააკეთა.