"შესანიშნავი სპეციალისტია, ვერ აღვწერ, რამდენად კარგია", - კეინი კონტეს აქებს

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰარი კეინმა ინგლისის თასზე "ბრაიტონთან" (3:1) მოგებული მატჩის შემდეგ გუნდის მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე შეაქო.
"დეზების" კაპიტანმა ლონდონური კლუბის დამრიგებლისადმი საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
"კონტე შესანიშნავია, ვერ აღვწერ, რამდენად კარგია", - ციტირებს 28 წლის ინგლისელის BBC Sport-ი.
"გუნდის ფსიქოლოგია შეცვალა. მოედანზე და მის ფარგლებს გარეთ თავდაუზოგავად მუშაობა უნდა განვაგრძოთ", - დასძინა კეინმა.
მოგეხსენებათ, 52 წლის იტალიელი სპეციალისტი "ტოტენჰემს" სათავეში გასული წლის 2 ნოემბერს ჩაუდგა, აღნიშნულ თანამდებობაზე მან ნუნუ ეშპირიტუ სანტუ ჩაანაცვლა.