ავტორიზაცია

"კარის ბოლომდე დახურვა არ მინდა", - პიკე 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს?

"კარის ბოლომდე დახურვა არ მინდა", - პიკე 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს?
თარიღი 07 Feb 2022, 21:03

"ბარსელონას" მცველმა, ხერარდ პიკემ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნების შესაძლებლობა არ გამორიცხა.

"დიახ, ეროვნული გუნდიდან წავედი, მაგრამ მათ შორის ერთ-ერთი ვარ, ვინც შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს გადაიფიქროს, ამიტომაც კარის ბოლომდე დახურვა არ მინდა".

"ვიტყოდი, რომ 99%-იანი ალბათობით დაბრუნება გამორიცხულია, მაგრამ 100%-ზე საუბარი არ მსურს", - ციტირებს პიკეს სიტყვებს Marca.

ცნობისთვის, 35 წლის ესპანელმა უკანახაზელმა სანაკრებო კარიერა 2018 წლის აგვისტოში დაასრულა.

აღსანიშნავია, რომ პიკეს "ფურია როხას" მაისურით 102 მატჩი აქვს ჩატარებული და მისი დებიუტი 2009 წლის თებერვალში შედგა.