დეტალებიც ცნობილია - პიკეს კლუბს ვალების გამო ემბარგო დაადეს

საფეხბურთო კლუბ "ანდორას", რომლის მფლობელიც "ბარსელონას" მცველი, ხერარდ პიკეა, ვალების გამო ემბარგო დაადეს.
როგორც La Valira იტყობინება, აღნიშნული ინფორმაცია გუშინ კლუბმაც დაადასტურა.
ასე და ამგვარად, "ანდორას" ტურისტული კომპანია Viatges Espanya SL-ის ვალი აქვს - 37 587,45 ევრო. მთლიანობაში, კლუბის დავალიანება 200 ათასს აჭარბებს, მაგრამ აღინიშნება, რომ ეს ვალი იქამდე დაგროვდა, სანამ კლუბის აქციათა საკონტროლო პაკეტს პიკე შეიძენდა.
"ანდორას" აპელაციის შეტანისა და დადებული ემბარგოს გასაჩივრების უფლება აქვს.
მას შემდეგ, რაც კლუბი პიკემ იყიდა, "ანდორამ" ორი ვალი დაფარა, თითოეული მათგანის ოდენობა 300 ათას ევროს შეადგენდა.