"ძალიან კარგია, მომწონს", - აგუერომ სიტის ახალწვეული შეაქო, რომელსაც მის შემცვლელად მოიაზრებენ

"მანჩესტერ სიტის" ყოფილმა ფორვარდმა, სერხიო აგუერომ "ქალაქელთა" ახალწვეულის, ხულიან ალვარესის შესახებ კომენტარი გააკეთა.
მოგეხსენებათ, 22 წლის არგენტინელი მანჩესტერულმა კლუბმა ამ ზამთარს "რივერ პლეიტიდან" შეიძინა და მისი ტრანსფერი საერთო ჯამში 18,5 მილიონი ევრო დაუჯდება.
"ძალიან კარგია. მომწონს, მაგრამ უნდა ვნახოთ, თუ რა პოზიციაზე გამოიყენებენ", - ციტირებს აგუეროს სიტყვებს City Extra.
"არ ვიცი, შეასრულებს თუ არა "ცხრიანის" როლს. მას ვთვლი ფეხბურთელად, რომელიც უფრო თავისუფალ როლს უნდა ასრულებდეს", - დასძინა სერხიომ.
აღსანიშნავია, რომ ალვარესი, რომელსაც "სიტიში" სწორედ აგუეროს შემცვლელად მოიაზრებენ, მინიმუმ ივლისამდე იჯარის წესით "რივერ პლეიტში" დარჩება.