რუდიგერმა ჩელსისაც უარი უთხრა და რეალსაც — გერმანელი მაღალ ხელფასს ითხოვს

ლონდონის "ჩელსის" ცენტრალური მცველი, ანტონიო რუდიგერი ხელფასის გაზრდას კატეგორიულად ითხოვს.
გავრცელებული ინფორმაციით, 28 წლის გერმანელმა ახალი კონტრაქტის თაობაზე ლონდონელთა მორიგი წინადადება იუარა, რომლებმაც ყოველკვირეული ხელფასის სახით დაახლოებით 200 ათასი ფუნტი შესთავაზეს.
როგორც The Athletic-ი იტყობინება, გერმანელს დაახლოებით 225 ათასის გამომუშავება სურს - იმაზე მეტის, ვიდრე მოლაპარაკებებში თავდაპირველად ითხოვდა.
გარდა "ჩელსისა", რუდიგერმა "რეალიც" უარით გაისტუმრა - მადრიდელებმა კვირაში დაახლოებით 173 ათასი შესთავაზეს. თუმცა, აღინიშნება, რომ "ბლანკოსი" ანტონიოს ტრანსფერით დიდად არ არ დაინტერესებული.
ცნობისთვის, "არისტოკრატთა" უკანახაზელი ამჟამად კვირაში 100 ათასს გამოიმუშავებს.