ოფიციალურად: ნიკლას ზულე ზაფხულში ბაიერნიდან დორტმუნდში უფასოდ გადავა
მიუნხენის "ბაიერნის" მცველი, ნიკლას ზულე კარიერას "დორტმუნდში" გააგრძელებს, იტყობინება ბორუსიელთა პრესსამსახური.
26 წლის ფეხბურთელი თავის ახალ გუნდს ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება და მისი კონტრაქტი 4 წელზე იქნება გათვლილი.
როგორც აქამდე გახდა ცნობილი, გერმანელი მიუნხენურ გრანდს ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე ვერ შეუთანხმდა, რადგან ფინანსურმა პირობებმა არ დააკმაყოფილა.
გარდა ამისა, ზულეს წასვლაზე გავლენა იმანაც მოახდინა, რომ "რეკორდმაისტერი" დიდხანს არ უკავშირდებოდა და როცა ეს მოხდა, წინადადება მხოლოდ სიტყვიერი იყო.
ნიკლასი "ბაიერნში" მეხუთე სეზონს ატარებს და მიმდინარეში ყველა ტურნირზე ერთად 26 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი შეაგდო.