ქალ თანამშრომელს პენისის ფოტოებს უგზავნიდა — ოვერმარსი დიდ სკანდალში გაეხვა და აიაქსმა დაითხოვა
ცნობილი გახდა "აიაქსის" სპორტული დირექტორის თანამდებობიდან მარკ ოვერმარსის გათავისუფლების დეტალები.
ამსტერდამულმა კლუბმა დაადასტურა, რომ მენეჯერის მოხსნის მიზეზად ქალი კოლეგებისთვის გაგზავნილი უადგილო შეტყობინებები გახდა.
Het Parool-ის ინფორმაციით, ოვერმარსი ერთ-ერთ თანამშრომელ ქალს უთვალთვალებდა (შევიწროების ფორმა, როგორც წესი, გამოიხატება დევნით, თვალყურის მიდევნებით).
გარდა ამისა, როგორც აღინიშნება, 48 წლის ჰოლანდიელმა ამ ქალბატონს თავისი პენისის ფოტოებს უგზავნიდა.
ოვერმარსი "აიაქსის" სპორტული დირექტორის პოსტს 2012 წლიდან იკავებდა, მისი კონტრაქტი 2026 წლამდე იყო გათვლილი.