ავტორიზაცია

"ნიუკასლის მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა, შემდეგ კი მისი მოგებაა", - "კაჭკაჭების" 50-მილიონიანი ახალწვეული

"ნიუკასლის მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა, შემდეგ კი მისი მოგებაა", - "კაჭკაჭების" 50-მილიონიანი ახალწვეული
თარიღი 08 თებ 2022, 01:07

"ნიუკასლის" ჩამშლელმა ნახევარმცველმა, ბრუნო გიმარაეშმა, რომელიც კლუბს ამ ზამთარს "ლიონიდან" 50 მილიონ ევროდ შეუერთდა, "კაჭკაჭების" მომავალზე ისაუბრა.

"ეს კლუბი მსოფლიო ფეხბურთში დიდი ძალა გახდება. ამ კლუბს შესანიშნავი ტრადიციები და ბრწყინვალე ისტორია აქვს, ჩემს გადაწყვეტილებაში ეჭვი არ მეპარება".

კლუბის მიზნებზე

"მფლობელები ამ მხრივ ძალიან გულწრფელები და პატიოსნები იყვნენ. არ მალავდნენ, რომ ამ სეზონში მთავარი დავალება პრემიერ ლიგაში დარჩენაა. მაგრამ უახლოესი სეზონების მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრასა და საბოლოო ჯამში, მის მოგებაში მდგომარეობს", - ციტირებს გიმარაეშის სიტყვებს BBC-ი.

"ნიუკასლთან" 24 წლის ბრაზილიელმა 4,5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და ახალ გუნდში 39-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.