ავტორიზაცია

280-მილიონიანი კონტრაქტი დღეს გაფორმდება — ბარსელონას ახალი სატიტულო სპონსორი ეყოლება

280-მილიონიანი კონტრაქტი დღეს გაფორმდება — ბარსელონას ახალი სატიტულო სპონსორი ეყოლება
თარიღი 08 Feb 2022, 13:43

კატალონიის "ბარსელონას" ახალი სატიტულო სპონსორი მუსიკალური სტრიმინგის სერვისი Spotify გახდება.

როგორც Diario Sport-ი იტყობინება, RAC1-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით, მხარეები კონტრაქტს დღეს გააფორმებენ, რომელიც ძალაში მომდევნო სეზონიდან შევა.

გავრცელებული ცნობით, 3-წლიანი თანამშრომლობის სანაცვლოდ "ბარსა" Spotify-სგან 280 მილიონ ევროს მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელთა მაისურებზე სტრიმინგული სერვისის ლოგო იქნება გამოსახული. აგრეთვე, Spotify-ს სტადიონ "კამპ ნოუს" სახელწოდების შეცვლსი უფლებაც ექნება.

აქამდე არსებული ინფორმაციით, Spotify "ბარსას" წელიწადში დაახლოებით 57 მილიონს გადაუხდის.

ცნობისთვის, სტადიონს, რომელიც 1957 წელს გაიხსნა, თავდაპირველად Estadi del FC Barcelona ერქვა, "კამპ ნოუ" კი ოფიციალურად 2000 წლიდან ეწოდება.