ავტორიზაცია

ტოტენჰემისა და ბელგიის ნაკრების ექს-ნახევარმცველმა, მუსა დემბელემ კარიერა დაასრულა

ტოტენჰემისა და ბელგიის ნაკრების ექს-ნახევარმცველმა, მუსა დემბელემ კარიერა დაასრულა
თარიღი 08 თებ 2022, 13:52

"ტოტენჰემისა" და ბელგიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, მუსა დემბელემ ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება გადაწყვიტა.

34 წლის ნახევარმცველის ბოლო კლუბი ჩინური "გუანჩჯოუ სიტი" გახლდათ, სადაც 2019 წლიდან 2021 წლამდე ირიცხებოდა.

ნახევარმცველი, რომელსაც ბელგიის ეროვნულ გუნდში 82 მატჩი აქვს ჩატარებული, მშობლიურ ანტვერპენში დაბრუნებას და ოჯახთან ერთად მეტი დროის გატარებას გეგმავს.

დემბელემ კარიერა "ჟერმინალში" დაიწყო, შემდეგ კი "ვილემ II"-ში, "ალკმაარში", "ფულემში", "ტოტენჰემსა" და "გუანჩჯოუში" იასპარეზა.

2009 წელს იგი "ალკმაარის" რიგებში ჰოლანდიის ჩემპიონი გახდა, ხოლო 2018 წელს ბელგიის ნაკრებთან ერთად რუსეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა.