ავტორიზაცია

რუნი: "2006 წელს, ჩელსისთან მატჩის წინ, აკრძალული შიპების მქონე ბუცები ჩავიცვი, რადგან მინდოდა ვინმე დამეშავებინა"

რუნი: "2006 წელს, ჩელსისთან მატჩის წინ, აკრძალული შიპების მქონე ბუცები ჩავიცვი, რადგან მინდოდა ვინმე დამეშავებინა"
თარიღი 08 Feb 2022, 16:30

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა თავდამსხმელმა, უეინ რუნიმ Amazon-ის დოკუმენტურ ფილმში განაცხადა, რომ 2006 წლის აპრილში, "ჩელსისთან" გამართული მატჩის წინ, განზრახ მოირგო უფრო გრძელი შიპების მქონე ბუცები, რადგან ლონდონური გუნდის წარმატების გამო გაბრაზებული იყო.

მოგეხსენებათ, იმ სეზონში "არისტოკრატებმა" ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით ზედიზედ მეორედ მოიგეს ინგლისის პრემიერ ლიგა.

"თამაშის წინ შიპები შევცვალე. უფრო გრძელი შიპები ჩავსვი, რადგან მინდოდა მოედანზე ვინმე დამეშავებინა".

"ჩელსის" მხოლოდ ერთი ქულა სჭირდებოდა ჩემპიონატის მოსაგებად. ამას ვერ ვეგუებოდი".

"ასეთი შიპები აკრძალული იყო, ნორმალური ზომის გახლდათ, მაგრამ იმაზე დიდი, ვიდრე ვიცვამდი", - ციტირებს რუნის სიტყვებს Marca.

აღსანიშნავია, რომ იმ შეხვედრაში "ჩელსიმ" "მანჩესტერ იუნაიტედი" ანგარიშით 3:0 გაანადგურა.