რუნი მანჩესტერის ბოლო ჩემპიონობაზე: "ეს ნამდვილი სასწაული გახლდათ, გუნდს ვან პერსიმ ულიდერა"

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა, უეინ რუნიმ Amazon-ის დოკუმენტურ ფილმში "ეშმაკუნების" ბოლო ჩემპიონობა გაიხსენა.
მოგეხსენებათ, მანიკუნიანელებმა პრემიერ ლიგა 2013 წელს მოიგეს, ლეგენდარული მთავარი მწვრთნელის, სერ ალექს ფერგიუსონის უკანასკნელ სეზონში. "ემიუ" მას შემდეგ ტიტულს ერთხელაც არ დაუფლებია.
"2013 წელს არც ისე ძლიერი გუნდი გვყავდა. ვფიქრობ, ის გამარჯვება ნამდვილი სასწაული იყო. დიდი როლი ითამაშა ვან პერსიმ. მისმა გადმოსვლამ ბიძგი მოგვცა, "ცხრიანზე" თამაშობდა, გოლებს იტანდა".
"ვან პერსის შეძენა გენიალური ნაბიჯი გახლდათ მწვრთნელის მხრიდან. მაშინ მოიყვანა, როცა მოტივირებული იყო, მაგრამ უკვე ცოტა ასაკში შესული. იმ სეზონში მან გვილიდერა", - ციტირებს რუნის სიტყვებს Sportskeeda.
შეგახსენებთ, ვან პერსი "მანჩესტერ იუნაიტედში" 2012 წლის ზაფხულში "არსენალიდან" გადავიდა და პირველივე სეზონში 38 შეხვედრა ჩაატარა, მეტოქეთა კარი კი 26-ჯერ აიღო.