ვლაჰოვიჩის ექს-თანაგუნდელი: "15 წლის ასაკში თქვა, რომ ახალი იბრაჰიმოვიჩი გახდებოდა და იუვეში ითამაშებდა"
"ლევსკის" თავდამსხმელმა, ვალერი ბოჟინოვმა "იუვენტუსის" ახალწვეულ დუშან ვლაჰოვიჩის შესახებ ისაუბრა, ვისთან ერთადაც თავის დროზე "პარტიზანში" ასპარეზობდა.
"მითხრა, რომ ახალი იბრაჰიმოვიჩი გახდებოდა და ერთხელაც "იუვეში" ითამაშებდა. 15 წლსი იყო, მაგრამ უკვე მუშაობდა იმისათვის, რათა ერთ-ერთი უძლიერესი გამხდარიყო".
"მაშინ გავიცანი, როცა ჯერ 16 წლისაც არ იყო, მაგრამ მენტალურად უკვე დიდი ფეხბურთელი გახლდათ".
"ფიზიკური თვალსაზრისით, კარგად არ იყო ჩამოყალიბებული, მაგრამ უპირველეს ყოვლისა მამაკაცურობით, აგრესიულობითა და გოლების გატანის წყურვილით გამოირჩეოდა. მატჩების დროს უსიტყვოდ გვტოვებდა, ტექნიკურად ყოველთვის დანარჩენებზე ერთი ნაბიჯით წინ იდგა, გიჟური გოლები გაჰქონდა".
"თქვა, რომ ერთხელაც ძალიან მაღალ დონეზე ითამაშებდა, ამაში დარწმუნებული იყო. მისმა ამბიციამ, მოკრძალებასთან ერთად, უკვე 16 წლის ასაკში გახადა გამორჩეული. მხოლოდ საფეხბურთო მოედანზე ფიქრობდა. ასეთ ასაკში განსაკუთრებით რთულია ყურადღების მიქცევა", - ციტირებს ბოჟინოვის სიტყვებს La Gazzetta dello Sport-ი.