ავტორიზაცია

სკოლარი: "რონალდუს მამის გარდაცვალების შესახებ მე შევატყობინე, ამ შემთხვევამ ერთმანეთთან ძალიან დაგვაახლოვა"

სკოლარი: "რონალდუს მამის გარდაცვალების შესახებ მე შევატყობინე, ამ შემთხვევამ ერთმანეთთან ძალიან დაგვაახლოვა"
თარიღი 08 Feb 2022, 18:31

პორტუგალიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ფელიპე სკოლარიმ განაცხადა, რომ სწორედ მან ამცნო კრიშტიანუ რონალდუს მამის გარდაცვალების შესახებ.

ეს 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე რუსეთის ნაკრებთან (0:0) მატჩის წინ მოხდა, რომელიც 2005 წლის 7 სექტემბერს, მოსკოვში გაიმართა.

"ძალიან რთული იყო. ამ შემთხვევამ ჩვენს შორის კავშირი შექმნა. კავშირი, რომელიც უფრო მეტი იყო, ვიდრე ფეხბურთელისა და მწვრთნელის ურთიერთობაა".

"როცა რუსეთთან მატჩის წინ ამის შესახებ შევიტყვეთ, არავინ იცოდა, როგორ შეგვეტყობინებინა კრიშტიანუსთვის, ამის გაკეთება არავის უნდოდა".

"შემდეგ ვთქვი, რომ ამას თავად გავაკეთებდი, რადგან მშობლები იქამდე რამდენიმე წლით ადრე დავკარგე".

"ძალიან სამწუხარო იყო, მაგრამ იმ შემთხვევამ ისე დაგვაახლოვა, როგორც მეგობრები. მომდევნო დღეს რონალდუმ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და პორტუგალიაში დაბრუნდა".

"თამაში მთხოვა: "დღეს მამაჩემისთვის ვერაფერს გავაკეთებ, ამიტომაც ხვალ ვითამაშებ და შემდეგ წავალ", - ციტირებს სკოლარის სიტყვებს Daily Mail-ი.