ავტორიზაცია

რონალდუს წინააღმდეგ თამაში და დვალთან კონკურენცია - ვინ არის დინამო ბათუმის ახალწვეული?

რონალდუს წინააღმდეგ თამაში და დვალთან კონკურენცია - ვინ არის დინამო ბათუმის ახალწვეული?
თარიღი 09 თებ 2022, 14:17

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ბათუმის "დინამომ" აბრაჰამ ფრიმპონგი დაიმატა. განელ ცენტრალურ მცველს უთამაშია "ცრვენა ზვეზდასა" და "ფერანცვაროშში", რომელთან ერთადაც ის ჩემპიონთა ლიგაზე გამოვიდა.

საუბარია 2020/2021 წლების სეზონზე, როდესაც ბუდაპეშტელები აღმოჩნდნენ ე.წ. სიკვდილის ჯგუფში, "ბარსელონასთან", ტურინის "იუვენტუსსა" და კიევის "დინამოსთან".

აღსანიშნავია, რომ აჭარელთა უკანახაზელის ერთ-ერთი კონკურენტი უნგრეთში ლაშა დვალი იყო. რაც შეეხება უშუალოდ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე გამოსვლას:

28-წლის ცენტრბექმა ჯგუფურ ეტაპზე ჩაატარა ორი შეხვედრა - კატალონიელებთან (0:3) და "ბებერ ქალბატონთან" (0:3), დანარჩენ მატჩებში კი ის სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

"ბიანკონერისთან" შეხვედრაში ფრიმპონგის მოწინააღმდეგე იყო კრიშტიანუ რონალდუ, ასევე პაულო დიბალა, ფედერიკო ბერნარდესკი და იტალიური კლუბის სხვა ვარსკვლავები.

მიუხედავად იმისა, რომ "ბლაუგრანას" შემადგენლობაში იმ დროს ჯერ კიდევ ირიცხებოდა ლიონელ მესი, "თეთრ-მწვანეებთან" მატჩში მოედანზე ის არ გამოსულა.

განელი მცველის უკანასკნელი გუნდი იყო "ალ-აინი". რაც შეეხება აბრაჰამის ტიტულებს, ის არის უნგრეთის სამგზის და სერბეთის ორგზის ჩემპიონი. ასეთია აბრაჰამის რეზიუმე.