ავტორიზაცია

კრიშტიანუ რონალდუმ 2022 წელს ვერცერთი შედეგიანი ქმედებით თავი ვერ გამოიჩინა

კრიშტიანუ რონალდუმ 2022 წელს ვერცერთი შედეგიანი ქმედებით თავი ვერ გამოიჩინა
თარიღი 09 Feb 2022, 16:08

„მანჩესტერ იუნაიტედის“ შემტევმა, კრიშტიანუ რონალდუმ, 2022 წელს ყველა ტურნირზე ვერცერთი შედეგიანი ქმედებით თავი ვერ გამოიჩინა.

მიმდინარე წელს პორტუგალიელმა ფეხბურთელმა „ვულვზთან“, „ბრენტფორდთან“, „ვესტ ჰემთან“, „მიდლსბროსთან“ და „ბარნლისთან“ ჩაატარა შეხვედრები, თუმცა ვერც გოლით და ვერც საგოლე პასით თავი ვერ გამოიჩინა.

გუშინ „ბარნლისთან“ მატჩში კრიშტიანუ მოედანზე 68-ე წუთზე გამოვიდა, თუმცა თავის გუნდს გამარჯვების მოპოვებაში ვერ დაეხმარა - შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

გოლის გატანის ყველაზე კარგი შანსი რონალდუსთან „მიდლსბროსთან“ თასზე ჰქონდა, როდესაც პენალტი შეასრულა, თუმცა კარს ააცილა.