VIDEO: რანგნიკი გერმანული სიზუსტით ქულების დაკარგვას აგრძელებს - მანჩესტერმა ამჯერად ბარნლის ვერ აჯობა
პრემიერ ლიგის 24-ე ტურის ფარგლებში "მანჩესტერ იუნაიტედი" ესტუმრა "ბარნლის", რომელთანაც ითამაშა ფრე, ანგარიშით 1:1. "წითელი ეშმაკების" მხრიდან ერთადერთი ბურთი პოლ პოგბამ გაიტანა.
კიდევ ერთი გოლი კი რაფაელ ვარანს VAR-მა გაუუქმა. "მანკუნიანელები" აგრძელებენ ოთხეულისთვის ბრძოლას და ამ საქმეში გუნდს ჰყავს არაერთი კონკურენტი, მათ შორის ისეთი, რომელსაც 2 ან 3 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.