"ნანი რონალდუზე ნიჭიერი იყო, უფრო მეტი სასარგებლო თვისებით", - მანჩესტერის ყოფილი თავდამსხმელი

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ლუი საამ თავდამსხმელ, მარკუს რაშფორდზე ისაუბრა: "რაშფორდი საოცარი ფეხბურთელია. მომწონს, რომ საქმეზეა ორიენტირებული.
ის პრესას არ აძლევს მიზეზს საკუთარ თავზე რაიმე უსიამოვნო დაწეროს, მაგრამ ზოგჯერ მისი პრობლემა ის არის, რომ ის არ ავლენს ემოციებს, რაც რეალურად არის მის შიგნით.
ის შრომობს, ცოტა ნანის მაგონებს. ნანი ზოგიერთ ასპექტში კრიშტიანუ რონალდუზე ნიჭიერიც კი იყო - ფიზიკური თვისებების მხრივ მას შეეძლო მთელი დღე სირბილი.
იყო ძალიან ძლიერი, მაგრამ ასევე ჰქონდა ბევრი უნარი. მისი რეალიზაცია არ იყო სასიკვდილო, ისეთი როგორიც რონალდუსი, რომელიც ყოველთვის იყო კონცენტრირებული.
მან იცოდა, როგორ და როდის გაეტანა. ხანდახან მგონია, რომ რაშფორდი სადღაც შუაშია. შეუძლია გუნდს ბევრი დაუთმოს, დაცვაში იშრომოს, მაგრამ შეიძლება უფრო ეგოისტი მოთამაშე იყოს.
ხალხი ხანდახან იმედგაცრუებული იყო ნანისგან, რადგან ის ვერ პოულობდა შესაფერის მომენტს გადამწყვეტი შესრულებისთვის, ხელიდან უშვებდა მომენტებს, რაც უნდა გაეტანა", - თქვა საამ.