აბრამოვიჩი ლუკაკუსგან მეტს ელის და სურს, რომ მასში გადახდილი 113 მილიონი ევრო გაამართლოს
"ჩელსის" მფლობელი, რომან აბრამოვიჩი ფორვარდ რომელუ ლუკაკუსგან მეტს ელის, რომელიც კლუბს გასულ ზაფხულს შეუერთდა.
მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონის დაწყების წინ, "არისტოკრატებმა" 28 წლის შემტევში მილანის "ინტერს" 113 მილიონი ევრო გადაუხადა.
აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი ავრცელებს.
რუსი მილიარდერი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე, რომელიც ლონდონელთათვის 9 თებერვალს იწყება, ბელგიელის თამაშს ყურადღებით მიადევნებს თვალყურს.
აბრამოვიჩს უნდა, რომ "ჩელსიმ" ტიტული მოიგოს, რომელუმ კი წარმატების მიღწევაში თავისი წვლილი შეიტანოს.
მიმდინარე სეზონში ლუკაკუმ ყველა ტურნირზე ერთად 25 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.